მამა გიორგი მამალაძე დღეს უნდა დაიკითხოს

საქართველო, თბილისი - 09:47 | 27.02.2017
ნანახია: 1207

მამა გიორგი მამალაძე დღეს უნდა დაიკითხოს. ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლები 11 საათისთვის გეგმავენ მისვლას პენიტენციურ დაწესებულებაში.

"ის აპირებს ისეთი ჩვენება მისცეს, რომელი აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს პროკურატურის მხრიდან წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობას და არსებობას საერთოდ. ეს იქნება ყველასთვის ნათელი სურათი, თუ რამდენად უდანაშაულოა მამა გიორგი," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

მამა გიროგი მამალძე უკვე ორ კვირაზე მეტია დაკავებულია და თითქმის ერთი კვირაა, რაც აცხადებს, რომ მზად არის დასაკითხად.

საგამოძიებო ორგანომ აქამდე მხოლოდ ექსპერტიზა ჩაატარა. მას დნმ-ის, კალიგრაფიისა და ხმის ნიმუშები აუღეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე