მამა გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება

საქართველო, თბილისი - 11:32 | 26.02.2017
ნანახია: 1179

მამა გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა, განაცხადა.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურამ რამდენჯერმე შესთავაზა დაკითხვა, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა.

”ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ, მოეცა ჩვენება, თუმცა ყველა ჯერზე უარი მივიღეთ. გარდა ამისა, მას მივმართეთ ექსპერტიზისთვის მოეცა ნიმუშები. 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ განჩინების საფუძველზე კვლავ შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზეც მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი განცხადა, გაეცა ნიმუშები. რეალურად ჩვენ ექიმის თანხმობა გვქონდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვოკატების და ბრალდებულის განცხადებებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე