თბილისში მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძვნებული ამერიკული ცენტრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 24.02.2017
ნანახია: 2204

თბილისში მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძვნებული ამერიკულიცენტრი გაიხსნა, რომელსაც ჩემპიონთა აკადემია ჰქვია . ცენტრი პროფესიონალ სპორტსმენებზეა გათვლილი . ჩემპიონთა აკადიმიის გახსნა საქართველოში ხუთ მილიონამდე ლარი დაჯდა. აკადემიის მწვრთნელებიიქნებიან, როგორც ქართველები ასევე ბრიტანელები, რომლებმაც ამერიკაში სპეციალური სწავლება გაიარეს.

ჩემპიონთა აკადემიის გახნაზე ბარვისის მეთოდის რეგიონალურმა დირექტორმა დონი ვანკერმა განაცხადა: მოხარული ვარ, რომ ჩვენი ბიზნესის გაფართოება ევროპაში საქართველოდან დავიწყეთ. ბარვისის მეთოდი ამერიკაში ძალიან ტრენდული და წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის მეცნიერებაზე დაფუძნებული ეს მიმართულება ევროპაშიც წარმატებული იქნება. ჩემპიონთა აკადემიის გუნდი,რომელიც ბრიტანელი და ქართველი ტრენერებისგანაა დაკომლექტებული, ვფიქრობ დიდ წარმატებებს მიაღწევს საქართველოში სპორტში თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

ჩემპიონთა აკადემიის გახსნაზე, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სრული კომპლექსი ოთხივე სართულზე დაათვალიერა და მადლობა გადაუხადა კახა ოქრუაშვილს საქართველოში ჩემპიონთა აკადემიის გახსნაზე შეტანილი წვლილისთვის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის დარწმუნებულია აკადემიის გახსნა დაეხმარებათ ქართველ სპორტსმენებს წარმატების მიღწევაში.

ჩემპიონთა აკადემია საქართველოში მარტო თბილისში არ იფუნქციონორებს, მომავალში იგეგმება აკადემიის გაფართოება და რეგოინალირი ცენტრები გახსნაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე