ბრაზილიაში რიოს კარნავალი იწყება

საქართველო, თბილისი - 12:32 | 24.02.2017
ნანახია: 2358

ბრაზილიაში მოსფლიოში ყველაზე ცნობილი და მასშტაბური კარნავალი იწყება. რიოს საგაზაფხულო კარნავალი სტარტს დღეს საღამოს აიღებს.

ფესტივალს ქალაქის მერი გახსნის, რომელიც კარნავალის მთავარ გმირს, გამოგონილ პერსონაჟს, მომოს სიმბოლურ გასაღებს გადასცემს. ამის შემდეგ რიოს სამბადრომზე საკუთარ ხელოვნებას ბრაზილიის საუკეთესო საცეკვაო სკოლები აჩვენებენ.

კოსტიუმირებული კარნავალი რიოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე