ვაი დედაა... მეც მკვდარი ვარ! - მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

საქართველო, თბილისი - 11:54 | 24.02.2017
ნანახია: 9464

ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. მაია ასათიანი შვილთან წუხელ გადაფრინდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტელეწამყვანს შვილის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.

ნიკა გვარამია: ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია ...

ეკა ხოფერია: ესაა გოგო, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია, რომელიც 24 საათი შრომობდა, შრომობდა პროფესიისთვის, შრომობდა შვილისთვის. სულ ნუცა ჰყავდა გვერდით, სულ. ესაა ადამიანი, რომელიც პირველი გიდგას გვერდში მით უფრო, თუ ეს შვილებს ეხება. არ ვიცი მე მასზე კეთილი და უბოროტო . და არ ვიცი ასე რამ დაგვაუძლურა, რომ ამხელა სიყვარულის მიუხედავად ვერაფრით დავეხმარეთ. ყველა კრიტიკისთვის, ყველა წყენისთვის და ყველა გულის ტკენისთვის მე გიხდი ბოდიშს, რაც შენ და შენს გამო ნუცამ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შვილია, ამ წლების მანძილზე მიიღეთ. გაცილებით მეტია ადამიანი, ვისაც უყვარხარ და ეს სიყვარული გაგაძლიერებს, მაიკო.

თიკა ჯამბურია: გული გამისკდებაა :(((( შვილზე ძვირფასი არავის არავინ არ ყავს .... ღმერთმა გააძლიეროს და დაიფაროს მაიაა...მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვააა ან დავწეროოო ...საშინელებააააა ყველაზე დიდი საშინელებაა...

ნინი ბადურაშვილი: ღმერთმა ძალა მოგცეს მაია რომ ამ კოშმარს გაუძლო...ნათელში ამყოფოს ნუცას სული უფალმა..

ლევან სუხიტაშვილი: რა საშინელებაა, ძან ცუდად ვარ.. ვაი დედა...

პეტრე კოლხი: მაია, მეც მკვდარი ვარ!

 

შორენა ბეგაშვილი: მაია ვერ ვჩერდები, ისე ვტირივარ. შენს გვერდზე ვარ და როგორ მესმის შენი

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემი და მაიას დიალოგი დაახლოებით ორი თვის წინ. გვიხაროდა ბავშვები ერთად რომ სწავლობდნენ და საუბარს ავტომატურად ემოციებიც მოჰყვა.

მაია- ნანუ, ბავშვი რომ წავიდა როგორ შეეგუე, არ გაგიჭირდა?
მე - ძალიან მენატრებოდა.
- მაგას არ გეკითხები, აი რამე რომ დაჭირდეს, ავად გახდეს და უცებ იქ არ ვიყო....
მარტო ეს დიალოგი მიტრიალებს თავში ეს ორი დღეა!!!

რატი დურგლიშვილი: ალბათ გამისკდება გული და დავისვენებ. მთელი სულით, შეგნებით, გულით, ჩემს უდიდეს მეგობარს და არამარტო ჩემს მეგობარს, მთელი საქართველოს მეგობარს ვუსამძიმრებ

 

სოფო ნიჟარაძე: არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვარ დამუნჯებული... ვუთანაგრძნობ მაიას, გაძლებას ვუსურვებ... არავინ არ უნდა გამოცადოს ეს ტკივილი 

 

გია როინიშვილი: ნუცა ნათელშია...... ვდუმვარ... არანაირ სიტყვას აზრი არ აქვს

 

ნათია ფანჯიკიძე: როცა სულისშემძვრელი ტრაგედია ხდება, ხომ ყველას სტკივდება სისხლი, ვისაც საერთოდ აქვს სისხლი და ადამიანია. ხომ ყველა ვგრძნობთ ამ დროს, თითოეული ჩვენგანი როგორი ახლობლები ვართ სინამდვილეში? ხოდა რატომ იფლანგება ამდენი უძვირფასესი წუთი, დღე, წელიწადი

 

სიყვარულის ნაცვლად სიძულვილში?
ღმერთმა აშოროს ყველას ასეთი საშინელი ტკივილი.
გადატანის ძალა მისცეს მაია ასათიანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე