სად არის გადაღებული ფოტო, სადაც დედა სიდონია შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება

საქართველო, თბილისი - 16:11 | 23.02.2017
ნანახია: 2019

ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა საზოგადოებაში ათასი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქილიკის და განხილვის თემად იქცა დედა სიდონია, რომელიც შოუბიზნესის ცნობილ საახეებთან ერთად ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე იმყოფებოდა, თუმცა ბევრმა სიმართლის გაგებამდე, დედა სიდონია როგორც ქართველებს ხშირ შემთხვევაში გვჩვევია, "გავასამართლეთ" და "მსჯავრდებულის სკამზე დავსვით".

"დეკემბრის თვეში დედა სიდონიამ სასტუმრო „მუზეუმში“ ხელნაკეთი აქსესუარების საქველმოქმედო გამოფენა გააკეთა. ძალიან ლამაზად ქარგავს, სხვათაშორის. ჩვენ ვეხმარებოდით იმით, რომ შევიძინეთ მისი ხელნაკეთი ნივთები. ეს ფოტო სწორედ ამ საღამოზეა გადაღებული", - განაცხადა "პრაიმტაიმთან" საუბრისას დიზაინერმა რამაზ შამანაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე