ერაყის არმია სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებთან სასტიკ ბრძოლას აწარმოებს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 23.02.2017
ნანახია: 1274

ერაყელი სამხედროები მოსულის რაიონში სამხედრო ბანაკ ალ-ღაზლიანის ტერიტორიაზე შევიდნენ.

”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ბანაკის ტერიტორიაზე სამხედროებსა და ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს შორის შეტაკება გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. სახელისუფლო ჯარებმა მოსულის აეროპორტი უკვე დაიკავეს.

ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი ტერორისტებისგან მთლიანად არის გათავისუფლებული. სამხედრო ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში საერთაშორისო კოალიციასთან ერთად დაიწყო. მოსულის დასავლეთ ნაწილს ჯერ კიდევ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები აკონტროლებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე