პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 23.02.2017
ნანახია: 3544

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქეილ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამა მიქაელ ბოტკოველმა ასევე დაადასტურა, რომ ახლა სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.

მამა მიქაელმა შეკითხვაზე - "დატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობა" პასუხის გაცემა არ ისურვა. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე