მადონა ტყუპი შვილობილების ფოტოებს აქვეყნებს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 15:02 | 23.02.2017
ნანახია: 1385

ცნობილია, რომ პოპ-მუსიკის ვარსკვლავმა მადონამ მალავიელი ტყუპი გოგონები იშვილა. მან ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თებერვლის დასაწყისში გააკეთა. მომღერალმა ესთერი და სტელა აფრიკიდან დიდ ბრიტანეთში უკვე ჩაიყვანა.

როგორც Instagram-ის აქტიური მომხმარებელი, მადონა სოციალურ ქსელში შვილობილების ფოტოებს პერიოდულად ათავსებს. გოგონები ვარსკვლავის თაყვანისმცემლებს შორის აღფრთოვანებას იწვევენ და მათ დადებითი კომენტარებით ეხმაურებიან.

ასე გამოიყურებოდნენ ესთერი და სტელა მალავიაში ცხოვრებისას

 

ეს ფოტო კი ლონდონშია გადაღებული

შეგახსენებეთ, რომ მომღერალს უკვე ჰყავს ორი აყვანილი შვილი - 2006 წელს მადონამ მალავიელი ბიჭუნა იშვილა, 2009 წელს კი - გოგონა. ამის გარდა, პოპ-ვარსკვლავს კიდევ ორი ბიოლოგიური შვილი ჰყავს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე