ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლის გულწრფელობის არ სჯერა: ”ის მსხვერპლი არ არის”

საქართველო, თბილისი - 14:25 | 23.02.2017
ნანახია: 1464

ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა თავისი ყოფილი ცოლის ანჯელინა ჯოლის ინტერვიუზე, სადაც მათ განქორწინებაზე იყო საუბარი, კომენტარი გააკეთა.

როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლიმ კამბოჯაში ვიზიტისას BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტთან განქორწინებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე ისინი ერთ ოჯახად რჩებიან.

და აი 53 წლის მსახიობმა თავისი ყოფილი ცოლის ნათქვამზე კომენტარი გააკეთა. როგორც ინსაიდერები წერენ, ექვსი შვილი მამას ყოფილი ცოლის არცერთი სიტყვის არ სჯერა. ”ბრედი მას მსხვერპლად არ მიიჩნევს. მან მშვენივრად იცის თუ რას წარმოადგენს ანჯელინა. მაგრამ ის ომს არ აპირებს. ერთადერთი მისთვის განქორწინების პროცესის სწრაფად დასრულება და მეურვეობაზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღწევის სურვილია”, - განაცხადეს ინსაიდერებმა.

თავის მხრივ ანჯელინა ჯოლი მსახიობს ბავშვებთან ურთიერთობაში ხელს უშლის. კერძოდ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ანჯელინას მათი აშშ-დან წაყვანა სურს და  უძრავ ქონებას ეძებს დიდ ბრიტანეთში, სადაც ის კამბოჯიდან ჩავიდა.

როგორც ერთ-ერთი ინსაიდერი ამბობს, ანჯელინა დაინტერესდა ლონდონის გარეუბანში მდებარე სახლით. ამ სახლის გვერდით ცხოვრობენ მისი მეგობრები  ბარონესა არმინკა ჰელიკი და ჰლოი დალტონი.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ ქალაბატონებს მიიჩნევენ ანჯელინას მთავარ მრჩევლებად. ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ სწორედ მათ ურჩიეს მსახიობს ბრედ პიტთან განქორწინება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე