დიდ ბრიტანეთს ქარიშხალი ”დორისი” უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 14:31 | 22.02.2017
ნანახია: 1377

დიდ ბრიტანეთს ქარიშხალი ”დორისი” უახლოვდება. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის პიკი ხუთშაბათს არის მოსალოდნელი, თუმცა ლონდონში ძლიერი ქარი დღეს უკვე იგრძნობა, რომელსაც თან ერთვის ძლიერი წვიმაც. ამასთან თებერვლისთვის ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა - 14 გრადუსი ფიქსირდება.

”იმის მიუხედავად, რომ ძლიერი ქარი დიდხანს არ გაგრძელდება, მოსალოდნელია მშენებლობების დაზიანება,  ელექტროენერგიის გათიშვა და ტრანსპორტის მოძრაობის  შეფერხება”,- ნათქვამია მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.

”დორისი” ბრიტანეთში დიდხანს არ იქროლებს. სინოპტიკოსების განცხადებით ხუთშაბათს საღამოს ამინდი შესამჩნევად გაუმჯობესდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე