თბილისის მოდის კვირეული ეძებს ახალ ტალანტებს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 22.02.2017
ნანახია: 1482

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნიჭიერ ხელოვანს, ეძლევა უნიკალური შანსი წარდგეს მაყურებლის, პრესის და სფეროს პროფესიონალების წინაშე, თბილისის მოდის კვირეული აცხადებს განაცხადების ღია მიღებას!

კვირეულში მონაწილეობის სურვილის მქონე დიზაინერი / ხელოვანი / არტისტი ვალდებულია დაიცვას სეზონური ჩარჩოები (შემოდგომა/ზამთარი 2017) და წარადგინოს კვირეულის მიერ მოთხოვნილი შემდეგი ინფორმაცია:

1.  CV პირადი ინფორმაცია და პროფესიონალური გამოცდილება

2.  კოლექციის კონცეფცია

3.  კოლექციის ესკიზები

4.  ფოტო / ვიდეო / Look book (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

თბილისის მოდის კვირეული შანსს მისცემს ნებისმიერ ნიჭიერ დიზაინერს, რომელიც გაივლის კონკურსის პირველ, შესარჩევ ეტაპს და მზად იქნება სრული კოლექციის შესაქმნელად / წარმოასაჩენად 1 თვის ვადაში - მინიმუმ 25 კოსტიუმი, სეზონი შემოდგომა/ზამთარი 2017.

განაცხადების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 10 მარტამდე!

მსურველებმა გამოგზავნეთ მოთხოვნილი ინფორმაცია პროექტის ელექტრონულ მისამართზე:  newtalents@tfw.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე