სტამბულში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირისთვის 35 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:56 | 22.02.2017
ნანახია: 1436

სტამბულის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა  ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი 35 ეჭვმიტანილი დააკავეს.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, პოლიციელებმა სულთანბეილისა და პენდიკის რაიონებში 41 მისამართზე ჩხრეკა ერთდროულად ჩაატარეს. ამოღებულია ამუნიცია და დოკუმენტაცია, რომლებიც ”ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავებულების კავშირს ადასტურებდა.

დაკავებულები ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე