„მიხვდით ხო, რატომ გვყავს ასეთი მთავრობა? იმიტომ რომ ამომრჩეველი გავს მას" - ნათია ფანჯიკიძე

საქართველო, თბილისი - 12:02 | 22.02.2017
ნანახია: 2023

„მიხვდით ხო, რატომ გვყავს ასეთი მთავრობა? იმიტომ რომ ამომრჩეველი გავს მას“ - წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

„ესე ამბავი ქართული: კამარას ოფისის გაფართოება მინდა. ვიგებ, რომ რაღაც ფართი ღირს რაღაც თანხა. მივდივარ, ვბაასობთ ამ თანხაზე. მოვდივარ და მეორე დღეს ეს თანხა ორმაგდება. ცხადია, უარს ვამბობ. გამქირავებელი რჩება ამაყ მარტოობაში თავის უეცარი გამდიდრების ოცნებასთან. მიხვდით ხო, რატომ გვყავს ასეთი მთავრობა? იმიტომ რომ ამომრჩეველი გავს მას. წარმოგიდგენიათ, რა სიხარბე დაემართებოდათ რამეზე რომ ხელი მიუწვდეთ? ფულის სუნი რომ იკრან. ხოდა ამიტომაც, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყვნენ ამ მთავრობით, ეს მათი, ღირსეულად და ნამდვილად მათი მთავრობაა. ნაცნობი, შინაური, გასაგები. მიყვარხარ ჩემო სამშობლოვ, ჩემო ალაზნის ჭალაო. არა ირონიით, არამედ ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარხარ, როგორც ხარბი ბავშვი, ინფანტილი, სიტკბო და სიხარული. უფრო ჭკვიანი რომ იყო, არც ვიცი, იქნებოდი თუ არა ასე საყვარელი და სასაცილო“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე