იანუკოვიჩი დონბასის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოდის

საქართველო, თბილისი - 11:54 | 22.02.2017
ნანახია: 1417

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დონბასის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, რეფრენდუმის ჩატარების საკითხი იმ შემთხვევაში უნდა დაისვას, თუ კი კიევი მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს. შესაბამისი განცხადებით, იანუკოვიჩმა რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის,საფრანგეთის, პოლონეთის,  ლიდერებს, ასევე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს მიმართა.

ამის გარდა ყოფილმა პრეზიდენტმა ევროსაბჭოს მოუწოდა შექმნას სპეცკომისია, რომელიც მაიდანის მოვლენების გამოძიების მონიტორინგით დაკავდება. მისი თქმით, საჭიროა ნორმანდიულ ფორმატში დონბასის წარმომადგენლების ჩართვაც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე