ამერიკელი პოლიციელები გაქცეულ ხარს 2 საათის განმავლობაში მისდევდნენ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:33 | 22.02.2017
ნანახია: 1335

ნიუ-იორკში კუინსის მუნიციპალიტეტის პოლიცია გაქცეულ ხარს ირი საათის განმავლობაში მისდვდა. ხარი ადგილობრივი სასაკლაოდან გაიქცა და კუინსის ქუჩებში გადაადგილდებოდა.

ტელეკომპანია KSHB დევნის ოპერაციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ხარს პოლიციის რამდენიმე მანქანა მისდევდა.

​პირუტყვმა პოლიციელების ბლოკადის გარღვევა შეძლო, თუმცა მალევე ერთ-ერთი საცხოვრებლი სახლის ეზოში მიიმწყვიდეს და ტრანკვილიზატორის მეშვეობით გათიშეს.

პოლიციამ პირობა დადო, რომ ხარს სასაკლაოზე არ წაიყვანდა და მას ფერმას გადასცემდა. თუმცა NY Daily News-ის ცნობით, ხარი მაინც მოკვდა, როდესაც ის ცხოველების მოვლის ორგანიზაციაში გადჰყავდათ.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე