დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვა კლინიკაში გადაჰყავთ

საქართველო, თბილისი - 18:40 | 21.02.2017
ნანახია: 1199

დეკანოზი გიორგი მამალაძე დამატებითი გამოკვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვერ დააკონკრეტებს კლინიკას, რომელშიც ბრალდებული გადაჰყავთ.

,,იგეგმება დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკას ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ამ წუთას მიმდინარეობს შეთანხმება. გამოკვლევების შემდგომ პაციენტი ისევ დაბრუნდება ჩვენს კლინიკაში”, - განაცხადა ექიმმა. 

მისი განმარტებით, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ექიმის ინფორმაციით, დეკანოზი თავისუფლად საუბრობს და აბსოლუტურად ადეკვატურია.

რაც შეეხება ბრალდებულის საავადმყოფოდან გაწერის თარიღს, ექიმის თქმით, შემდგომი გამოკვლევების საფუძველზე და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, გაწერის თარიღი დადგინდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე