დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პატრიარქს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 21.02.2017
ნანახია: 1210

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა - ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია მამა გიორგის პოზიციასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

"პატრიარქის ღირსეულ გრძნობასა და სიყვარულში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველაფერი კარგად გამიგო და მის გულისხმიერებაშიც დარწმუნებული ვარ. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო და რაც მთლიანად შეიძლებოდა პატრიარქს სცოდნოდა. მამა გიორგის აქვს ისეთი ინფორმაციის ბაზა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს საერთოდ მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას. პატრიარქმა მომისმინა, რამდენიმე კითხვა დამისვა მამა გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაგვლოცა და წამოვედით", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილს დაარღვევს და გამოძიებას სრულყოფილ ჩვენებას მისცემს.

„ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას“ - აღნიშნა ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე