დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ

საქართველო, თბილისი - 17:54 | 21.02.2017
ნანახია: 1150

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს პატრიარქთან შეხვედრა და მათი პოზიციის დაფიქსირება სურთ. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მოსანახულებლად მისულმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ცოტა ხანში ჟურნალისტებთან ახალ ,,საინტერესო ისტორიას” იტყვის.

„როგორც ცნობილია, საპატრიარქოში შეხვედრა შედგა, წმინდა სინოდის წევრები შეიკრიბნენ. რაზე შეთანხმდნენ, ამას ალბათ თვითონ გააჟღერებენ და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ამ ეტაპზე ადვოკატებთან კომუნიკაცია არ ყოფილა”, - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, დეკანოზის უფლებადამცველები ელოდებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ჩამობრძანებას და უნდათ, რომ პატრიარქთან მათი პოზიცია დააფიქსირონ. 

„ახლა შევხდები ბრალდებულს, ჩამოვალ და გეტყვით ძალიან საინტერესო ახალ ისტორიას“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ რამიშვილმა და დასძინა, რომ ეს ისტორია სწორედ საქმეს უკავშირდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე