„ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დამშვიდდეს“ - პატრიარქი (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:19 | 21.02.2017
ნანახია: 1271

„ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სინოდის წევრები ესწრებოდნენ.

პატრიარქის თქმით, გასული კვირა ძალიან რთული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით და მოუწია სამკურნალოდ გერმანიაში წასვლა, რა დროსაც შეიქმნა „რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს“.

„საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას. უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“, - განაცხადა პატრიარქმა. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე