მეღვინეობაზე შეყვარებულმა კალათბურთელმა – ვლადიმერ ბოისამ, კონიაკის წარმოება დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 16:39 | 21.02.2017
ნანახია: 1494

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ძველ მარანში, ყოფილმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ მეღვინეობა სამი წლის წინ დაიწყო.

.Image result for ვლადიმერ ბოისა

მან საკუთარი ბრენდი „ბოისა“ შექმნა. სიახლე ისაა, რომ კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ახლა უკვე კონიაკს და ჭაჭასაც აწარმოებს.Image result for ვლადიმერ ბოისა

ბოისას ღვინო, საქართველოს გარდა, სლოვენიასა და ავსტრიაშიც იყიდება. ვლადიმერ ბოისა ღვინოს 8000 წლის წინანდელი ქართული ტრადიციით 100 წლის ქვევრებში ამზადებს. Image result for ვლადიმერ ბოისა

,,ღვინოს ჩემი მეგობრის, ოთარ ბრეგვაძეს ძველ მარანში ვაწარმოებთ, ეს მისი პაპის დროინდელი მარანია. ბავშვობიდან მაინტერესებდა მეღვინეობა და მიყვარდა ეს საქმე. სწორედ ამიტომ, გამიჩნდა სურვილი, დამეყენებინა რქაწითელის ღვინო, ძველი ქართული ტრადიციით, ქვევრში და დაძველებით. ეს არის 8 000 წლის ტრადიციით გაკეთებული ღვინო, რომელიც 100 წლის ქვევრებში ინახება. პირველი რთველი 2014 წელს გვქონდა, მომავალ წელს კი უკვე ბოთლებში ჩამოვასხით.
თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ჩამომესხა ღვინო, მაგრამ ისე მომეწონა ეს პროცესი – ჩამოსხმა, დაყენება, რომ გადავწყვიტე, ცოტა მეტი მეწარმოებინა და მცირე ბიზნესი დამეწყო”, - განაცხადა ვლადიმერ ბოისამ. ​
Image result for ვლადიმერ ბოისა

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე