ომბუდსმენმა უთხრა პატრიარქს, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 16:34 | 21.02.2017
ნანახია: 1129

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ომბუდსმენმა უთხრა პატრიარქს, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება.

მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ეკლესია და ხელისუფლება არ იქნება სხვადასხვა მხარეს.

„გუშინ უწმინდესთან გვქონდა შეხვედრა და ამ საქმეზეც იყო ზოგადი საუბარი. საერთო პოზიციაა, რომ სიმართლე უნდა გაირკვეს, ეკლესია და ხელისუფლება არ იქნება სხვადასხვა მხარეს და საერთო პოზიციაა, რომ უნდა დადგინდეს ამ საქმის რეალობა. შეხვედრის სურვილზე არაფერი უთქვამს გუშინ. უწმინდესმა თქვა, რომ ესაუბრა მას ომბუდსმენი და მათ შორის ომბუდსმენმა უთხრა, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება. ჩვენთან საუბრის დროს უწმიდესმა ისაუბრა, რომ მნიშვნელოვანია ვითარება დამშვიდდეს, თუმცა სიმართლე უნდა დადგინდეს“, - განაცხადა ბესელიამ. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პატრიარქს შეხვდა, შეხვედრამ ერთ საათზე მეტ ხანს გასტანა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე