თურქმა სამხედროებმა ”ისლამური სახელმწიფოს” 44 მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 21.02.2017
ნანახია: 1332

თურქმა სამხედროებმა სირიის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ”ისლამური სახელმწიფოს”  44 მებრძოლი გაანადგურეს.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქმა სამხედროებმა ”ისლამური სახელმწიფოს” ობიექტებს 109 ავიადარტმა მიაყენეს.თ უ რომელ რეგიონში განხორციელდა ავიაიერიში სააგენტო არ აზუსტებს.

რამდენიმე თვის განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ალ-ბაბის შემოგარენში. 16 თებერვალს თურქმა სამხედროებმა ქალაქის გათავისუფლების შესახებ განაცხადეს, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალაქის ცალკეულ ქუჩებში ბრძოლების შესახებაც.

თურქეთი  სირიის ტერიტორიაზე უკვე ნახევარ წელზე მეტია ახორციელებს ოპერაციას ”ევფრატის ფარის” სახელწოდებით.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე