გაეროს უშიშროების თავმჯდომარის განცხადება ჩურკინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უკრაინის წარმომადგენელმა დაბლოკა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 21.02.2017
ნანახია: 1136

გაეროში რუსეთის ელჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა მისი გადაწყვეტილება უკრაინის წარმომადგენელმა დაბლოკა. კოლეგებმა ვიტალი ჩურკინის ხსოვნას პატივი მხოლოდ წუთიერი დუმილით მიაგეს. უკრაინული მხარის ქმედებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინული მხარის საქციელი იმ დანაკლისის ფონზე, რაც რუსულმა დიპლომატიამ განიცადა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვიტალი ჩურკინი გვიან ღამით ნიუ იორკში გულის შეტევით გარდაიცვალა. დღეს ის 65 წლის გახდებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე