ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე, მალე გაირკვევა სიმართლე - მეუფე ვახტანგი

საქართველო, თბილისი - 14:22 | 21.02.2017
ნანახია: 1461

რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან ცურტაველმა მიტროპოლიტმა (ტიტულარული) ვახტანგ ახვლედიანმა განუცხადა.

“რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე. ეს არის და ეს, მაგრამ მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის. დაბრუნდა, ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. არ ვიცით არაფერი, დაველოდოთ გამოძიებას. ნუ ვუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი გაირკვევა. სიმართლე არ დაიმალება არასდროს. ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სიმართლე იზეიმებს, არ დაიკარგება. უფალი არ დაუშვებს, გჯეროდეთ. ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე. არის ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირი, როგორც ყველა. გაირკვევა სიმართლე. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა სიმართლე და ყველაფერი დალაგდება”, - განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგ ახვლედიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე