„არ ვარ პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე" - პრეზიდენტმა საპატრიარქო დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 21.02.2017
ნანახია: 1452

საქართველოს პრეზიდენტისა და კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალსიტებთან კომენტარი გააკეთა. 

„მე მქონდა შესაძლებლობა მენახა ჯანმრთელი და ჩამობრძანებული პატრიარქი, გუშინ ვერ ვისაუბრეთ დეტალებზე და შევთანხმდით რომ დღეს შევხვდებოდით, პატრიარქი ჩართულია რთული საკითხების გადაწყვეტაში სრული ღიაობით, ეს არის დიალოგი როდესაც პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას. დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ პოლიტიკოსები და სამართალდამცავები, შეზღუდულები არიან პოზიციების დაფიქსირებაში, როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე, არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე, ეს არის არაჯანსაღი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს ამის უფლება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე