ანჯელინა ჯოლი შვილებს შემწვარი ტარანტულებითა და მორიელებით გაუმასპინძლდა(ფოტოკოლაჟი და ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:10 | 21.02.2017
ნანახია: 1962

 

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ კამბოჯაში ვიზიტისას თავისი შვილების გასტრონომიული ინტერესი დააკმაყოფილა და მათ ადგილობრივი კერძების - შემწვარი მორიელების, ტარანტულების, ჭრიჭინებისა და ხოჭოების დაგემოვნება შესთავაზა.

41 წლის მსახიობმა BBC-ის ეთერში შვილებთან ერთად მწერები ტაფაზე შებრაწა და შეჭამა. ჰოლივუდის მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კამბოჯის დელიკატესებს იმ დროს გაეცნო, როდესაც ამ ქვეყანში პირველად ჩავიდა და ახლა მზად არის თავისი შთაბეჭდილებები და რჩევები სხვებსაც გაუზიაროს.

”დაიწყეთ ჭრიჭინებით, შემდეგ კი ტარანტულების გასინჯვასაც შეძლებთ”, - აღნიშნა მან.

ეგზოტიკური კერძების შეფასებისას დიდი და პატარა შეთანხმდა,  რომ შემწვარ მწერებსა და ფეხსახსრიანებს ჩიფსების გემო აქვთ.

ჯოლი შვილებთან ერთად კამბოჯაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და თავისი ახალი ფილმი ”პირველად მათ მამაჩემი მოკლეს: კამბოჯის შვილების მოგონებები” წარადგინა

ქვეყანაში ყოფნისას მან ინტერვიუ BBC-ის მისცა და ბრედ პიტთან განქორწინებაზე კომენტარი პირველად გააკეთა. მისი თქმით, ისინი რთულ პერიოდს გადალახავენ და უფრო ძლიერ ოჯახად იქცევიან.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე