"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

საქართველო, თბილისი - 12:42 | 21.02.2017
ნანახია: 1128

“ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშლება კარავი, სადაც მონაცვლეობით დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილს დაიწყებენ, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მოვაჭრეების თქმით კი, ყოველ დღე “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საინფორმაციო პრესკონფერენცია.

“ყოველ დღე 3-3 ადამიანი იშიმშილებს. გვაქვს ჩამოწერილი სიები, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ აგვინაზღაურებენ ზიანს, მივმართეთ ყველა ინსტანციას, თუმცა ყველამ გადაგვამისამართა. რაც შეეხება ბანკებთან შეღავათებს, არანაირი შეღავათი არ გვიგრძნია, გადავადებული გადასახადი პროცენტდამატებულია”, - განმარტა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

Image result for დამწვარი ბავშვთა სამყარო

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე