ნადეჟდა სავჩენკო დეპუტატის იმუნიტეტზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 21.02.2017
ნანახია: 1396

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო საპარლამენეტო იმუნიტეტზე უარს ამბობს. ამის შესახებ ის Facebook-ის თავის გვერდზე წერს.

”მაიდანის სამი წლისთავი. მოვიდა დრო პოლიტიკოსებმა შეასრულონ თავიანთი დაპირებები მესამე მაიდნის გარეშე!”, -წერს დეპუტატი. მისი თქმით, უარს ამბობს დეპუტატის ხელშეუხებლობაზე და ამით ამომრჩევლისთვის მიცემულ პირველ დაპირებას ასრულებს. ასევე ხალხის რჩეულმა ყველა უკრაინელ დეპუტატს, პრეზიდენტსა და მოსამართლეებს მისი მიბაძვისკენ მოუწოდა.

დეპუტატისა და მოსამართლის იმუნიტეტი უკრაინის კონსტიტუციით არის გარანტირებული. რადას დეპუტატებმა და სხვა პოლიტიკოსებმა არაერთხელ გამოთქვეს მოსაზრება მისი გაუქმების შესახებ, თუმცა ამ დრომდე ეს საკითხი აქტიურად არ განხილულა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე