დახურულ სივრცეში და სტადიონებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალება
საქართველო, თბილისი - 12:17 | 21.02.2017 ნანახია: 1372დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალება - ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენლია.
"თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა; ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში.
სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში, ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებით ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის განსაზღვრული ადგილისა (ადგილებისა), რომელიც სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან, ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასვეე სტადიონებზე.
პროექტით მკაფიოდ ისაზღვრება მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, კერძოდ, დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მან დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება იმ ადგილებში, სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.
აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. კანონში ცვლილებების ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, ხოლო ინიციატორი - პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა