პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 21.02.2017
ნანახია: 1238

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ, სახალხო დამცველმა პატრიარქის მონახულების შემდეგ განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ის დაინტერესებულია, გაიგოს მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა და იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

„ის ასევე საუბრობს, რომ აუცილებელია მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია, მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს“, - აღნიშნა ნანუაშვილმა. 

უჩა ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა. 

„იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებობა არ ეძლევა. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული დარღვევა. ამ ფონზე ახალი ადვოკატისათვის გარკვეული პირობების წაყენება მეტ კითხვის ნიშნებს წარმოშობს“, - განაცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე