თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 21.02.2017
ნანახია: 1245

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სავაჭრო ცენტრს დაეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით ხუთივე დაიღუპა.

ინციდენტის დროს სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო.

ავსტრალიის ხელისულება ვარაუდობს, რომ კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ძრავის მწყობრიდან გამოსვლა ყოფილიყო. თვითმფრინავმა განგაშის სიგნალის გადაცემა მოასწრო.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე