გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:23 | 20.02.2017
ნანახია: 1164

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ინფორმაციას ”რია ნოვოსტი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„20 თებერვალს, საკუთარ 65-ე იუბილემდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ჩურკინი სამუშაო ადგილზე მოულოდნელად გარდაიცვალა. ის გაეროს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე 2006 წლის 8 აპრილს დანიშნეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე