ილია მეორე საქართველოში დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 18:20 | 20.02.2017
ნანახია: 1851

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში დაბრუნდა. თვითმფრინავი, სადაც პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმყოფებიან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.

ილია მეორეს აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქს, ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე