აეროპორტში პატრიარქის ჩამოსვლას მრევლი ელოდება

საქართველო, თბილისი - 18:03 | 20.02.2017
ნანახია: 1261

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს დასახვედრად სასულიერო პირები და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იკრიბება.

ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით რამდენიმე წუთში ჩამოფრინდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბერლინში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე