ზუგდიდში უცნობმა მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 20.02.2017
ნანახია: 1240

ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე უცნობმა მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა. Smonews - ის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა ლომბარდს ბენზინი შეასხა.

თვითმხილველების განცხადებით, მოქალაქეს ლომბარდში ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, რომლის საფასურიც მისივე განმარტებით სამი თვის წინ ჰქონდა გადახდილი. მიუხედავად ამისა, ლომბარდის მეპატრონეები მამაკაცს საკუთარ ნივთებს არ უბრუნებდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. მამაკაცი, რომელმაც ლომბარდის დაწვა სცადა, დაკავებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე