პატრიარქი ბერლინის კლინიკიდან უკვე გამოწერეს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 20.02.2017
ნანახია: 1471

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბერლინის კლინიკიდან უკვე გამოწერეს, ილია მეორემ საავადმყოფო ცოტა ხნის წინ დატოვა. კათალიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. პატრიარქი თბილისში ჩვენი დროით 6-ის ნახევარზე ჩამოვა. 

ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს. ა პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. “უწმინდესი თავს კარგად გრძნობს, ყველა მაჩვენებლები, რასაც ყოველდღიურად აკვირდებიან კლინიკის ექიმები, დამაკმაყოფილებელია. საქართველოს ვულოცავ პატრიარქის წარმატებულ ოპერაციას,“-დასძინა ცისანა შარტავამ.

,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

 მრევლს „Man“-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე