„უზრდელები ხართ" - ნიკა მელია კომიტეტის სხდომიდან გამოაძევეს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 20.02.2017
ნანახია: 1665

ნინო გვენეტაძე პარლამენტში ანგარიშით წარსდგა.  ,,რუსთავი 2“ -ის და მოსამართლეების საქმეზე საუბარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კამათი მოჰყვა.

„ისევ უზრდელობას მიმართავთ, ყველამ კარგად იცით, რაც ხართ და ვინც ხართ,“- მიმართა სოფიო კილაძემ ნიკა მელიას.

„იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, ვინც ბედუკაძე გმირად აქცია, რა გაქვთ სალაპარაკო,“- მიმართა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოფიო კილაძეს, რაზეც კილაძემ უპასუხა - „ნუ მასწავლით რა უნდა ვთქვა, უზრდელები ხართ“.

„დებოშის მოწყობა თუ გინდათ, თქვით, სხდომის ჩაშლა გინდათ,“- მიმართა ნიკა მელიამ სოფიო კილაძეს.

ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა მანდატურის თანამშრომელს მიმართა.

„მანდატურის თანამშრომელს ვთხოვ მიაბრძანონ ბატონი მელია, რა არის, ეს რა ზრდილობაა,“- აღნიშნა სოფიო კილაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე