გია გვიჩიანი: ჩემი დაკავება უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს

საქართველო, თბილისი - 12:34 | 20.02.2017
ნანახია: 1625

ჩემი დაკავება უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს და გირგვლიანის საქმეს, - ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულების შემდეგ გია გვიჩიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოგვიანებით დეტალებზეც ისაუბრებს.

"მე მოგვიანებით ყველაფერზე ვისაუბრებ, თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩემი დაკავება უკავშირდება ჩემს საქმიანობას ენერგეტიკის სექტორში, სააკაშვილის რეჟიმს და გირგვლიანის საქმეს. მე სასამართლოში ვცადე ამ საქმეზე რეალობა მეთქვა. თავიდანვე დავით კეკუამ არასწორად წაიყვანა გამოძიებამ, კეკუა გარდაცვლილია. მე უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით დამაკავეს,"- განაცხადა გვიჩიანმა და იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

გიორგი გვიჩიანის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ახალი გამოძიება, ჩემიას და გვიჩიანის უდანაშაულობას ადასტურებს. ამასთან უფლებადამცველების თქმით, პროკურატურის მტკიცებულებებში იკვეთება რამდენიმე პირი, ვისაც შეიძლება ნიკა ჩემიას და გია გვიჩიანის ნაცვლად ბრალი წაუყენონ. 

ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოგვიანებით ეს სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. კომპანია "თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლეს. გია გვიჩიანი, რომელიც "თელასში" ექსპერტად მუშაობდა, დამნაშავედ ცნეს და 2006 წელს დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე