გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 20.02.2017
ნანახია: 1287

სააპელაციო სასამართლომ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე საქმეში სხვა ბრალდებულების განაჩენიც გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულების უმრავლესობა უდანაშაულოდ ცნო.

გიორგი გვიჩიანის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ახალი გამოძიება, ჩემიას და გვიჩიანის უდანაშაულობას ადასტურებს. ამასთან უფლებადამცველების თქმით, პროკურატურის მტკიცებულებებში იკვეთება რამდენიმე პირი, ვისაც შეიძლება ნიკა ჩემიას და გია გვიჩიანის ნაცვლად ბრალი წაუყენონ. 

ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოგვიანებით ეს სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. კომპანია "თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლეს. გია გვიჩიანი, რომელიც "თელასში" ექსპერტად მუშაობდა, დამნაშავედ ცნეს და 2006 წელს დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე