პატრიარქი გერმანიიდან თბილისში დღეს დაბრუნდება

საქართველო, თბილისი - 09:46 | 20.02.2017
ნანახია: 1121

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გერმანიიდან თბილისში დღეს დაბრუნდება. ილია მეორეს 6 საათისთვის ელოდებიან. უწმინდესი თითქმის ორი კვირაა გერმანიაში იმყოფება.

მას ოპერაციამდე გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც გადაწყდა ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციის გაკეთება. ექიმების თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე