“რუსთავი 2”-ის აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 19.02.2017
ნანახია: 1463

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა. ტელეკომპანიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მოსულ ადამიანებს მიმართეს არხის ხელმძღვანელებმა და ჟურნალისტებმა.

საპროტესტო აქციაში სამოქალაქო სექტორთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლებრივი დავა მიმდინარეობს. დღეს, ტელეკომპანიამ 18 თებერვალს პროტესტის ნიშნად დროებით შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე