რუსთაველის გამზირზე, დღეს, 14.00 საათიდან საავტომობილო გზა გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 10:22 | 19.02.2017
ნანახია: 1188

თბილისში, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, დღეს, 14.00 საათიდან საავტომობილო გზა გადაიკეტება. როგორც ”პრაიმნიუსჯორჯიას” შს სამინისტროში განუცხადეს, ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციაა.

უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე