სივრცეს და მიკროფონს ვეღარ იპოვით, ვინც თქვენს სათქმელს გააშუქებს, ნუ გიხარიათ! დამიჯერეთ! - ინგა გრიგოლია

საქართველო, თბილისი - 09:54 | 19.02.2017
ნანახია: 2360

,,რუსთავი 2“-ის მიერ არხის გათიშვას, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება:

,,ეხლა ფბ-ს გადავხედე და ვისაც ასე გიხარიათ გათიშული ,,რუსთავი ორი,,, რა თავებს იხოცავდით და ნერვებს იწიწკნიდით მისი ყურებით? არ გეყურებინათ, თუ ასე გძულდათ, თქვე ხალხო!!!!! ტეხავს ასეთი ზეიმი))) არავინ იცის, ვის როდის დაუდგება დრო, როცა დასჭირდება საკუთარი კრიტიკული ან საპროტესტო აზრის გაჟღერება და მერე, უბრალოდ, სივრცეს და მიკროფონს ვეღარ იპოვით, ვინც თქვენს სათქმელს გააშუქებს. მარადიული არაფერია, ხვალ შეიძლება სხვა პოზიციაზე აღმოჩნდეთ და უცებ, ვერავის იპოვით ვისაც განსხვავებულის გაშუქება შეეძლება. ნუ გიხარიათ!!! დამიჯერეთ!!! ვიცი, რასაც ვწერ!“ - წერს ინგა გრიგოლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე