მეუფე პეტრე დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს ხვდება

საქართველო, თბილისი - 13:48 | 17.02.2017
ნანახია: 1057

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს ხვდება. მეუფე პეტრე დაკავებული დეკანოზის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა.

როგორც მეუფემ საპატიმროში შესვლამდე განაცხადა, მამა გიორგი მამალაძეს ეკლესიის წინაშე ბევრი დამსახურება აქვს. 

მეუფე პეტრე საქართველოს პატრიარქის განცხადებასაც გამოეხმაურა. 

"ეპარქიიდან ჩამოვედი, რომ მოვინახულო მამა გიორგი. პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და მას ნამდვილად ბევრი სიკეთე და დამსახურება გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე," - განაცხადა მეუფე პეტრემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე