სიუზან სარანდონმა ბისექსუალობა აღიარა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 17.02.2017
ნანახია: 1609

 

ჰოლივუდის ვარსკვლავმა 70 წლის სიუზან სარანდონმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ახალი ურთიერთობებისთვის მზად არის. მით უფრო როცა მისი სექსუალური ორიენტაცია შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს მამაკაცებსაც და ქალებსაც.

 ”ამის გარდა, მე მონოგამიის მტკიცე და გამოუსწორებელი მიმდევარი ვარ და საყვარლების გრძელი სიით ვერ დავიკვეხნი”, - აღნიშნა სიუზანმა.

მან ასევე დაადასტურა მსახიობ ფილიპ საიერთან რომანი, რომელიც 1989 წელს გარდაიცვალა. ”ის ჰომოსექსუალი იყო, მაგრამ ამის შესახებ არასდროს საუბრობდა. ამის მიუხედვად ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ამ სიტყვის ყოველმხრივი გაგებით. მის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ვიყავი,”- განაცხადა მსახიობმა.

სიუზან სარანდონი მსახიობ კრის სარანდონზე იყო გათხოვილი. მათმა ქორწინებამ 10 წელიწადს გასანა. სიუზანს რეჟისორ ფრანკო ამურისგან ჰყავს ქალიშვილი, ორი ვაჟი კი მსახიობ ტიმ რობინსთან შეეძინა. 2015 წელს მსახიობი ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 37 წლის ბიზნესმენს ჯონათან ბრიკლინს დაშორდა.

სიუზან სარანდონი და მისი ყოფილი შეყვარებული ჯონათან ბრიკლინი

 

 

ფილიპ საიერსი

 

სიუზან სარანდონი და ტიმ რობინსი





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე