საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:24 | 16.02.2017
ნანახია: 2079

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ნატო- საქართველოს სხდომის დაწყებამდე შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მინისტერიალის ფარგლებში, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიობის მიმართ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე