ძალიან გვიანია, ყველაფერი დამთავრდა - სევდიანი კიანუ რივზი

საქართველო, თბილისი - 13:50 | 16.02.2017
ნანახია: 2232

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსახიობი კიანუ რივზი ჟურნალ  Esquire-ის ბრიტანული ვერსიის მთავარი გმირი გახდა. ჰოლივუდის 52 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალის გარეკანის ფოტოსესიაში და გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა. როდესაც ჟურნალისტი თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მამაკაცის სამომავლო პირადი გეგმებით დაინტერესდა,  კიანუ რივზმა მკაფიო, მაგრამ პესიმისტური პასუხა გასცა: ”ძალიან, ძალიან გვიანია. ყველაფერი დამთავრდა. მე 52 წლის ვარ და მამობას არ ვაპირებ”.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ რივზი თავისი პირადი ცხოვრების მიმართ გაცილებით პოზიტიურად იყო განწყობილი. ის აღიარებდა, რომ ყველაფრის მიუხედავდ სიყვარულის სჯეროდა. ”მე სულით რომანტიკოსი ვარ, მაგრამ არასდროს დამიქირავებია თვითმფრინავი, რომელიც ცაზე გულს დახატავდა, არა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც მომინდება ამის გაკეთება, დიდი იმედი მაქვს და ველი. მოკლედ, მშვენიერი რომანტიკული თავგადასავლების სია მზად მაქვს. ყოველთვის მშვენიერია - როდესაც ვინმე მიყვარს...” - ამბობდა კიანუ რივზი ერთ-ერთ ინტერვიუში.

კიანუს სასიყვარული ისტორია მეტად სევდიანია. ჰოლივუდის მსახიობი დაქორწინებული არასდროს ყოფილა.

 1999 წელს კიანუ რივზის საყვარელმა ქალმა მსახიობმა ჯენიფერ საიმმა მკვდარი გოგონა გააჩინა. ორი წლის შემდეგ კი ჯენიფერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამბობდნენ, რომ საიმი მედიკამენტების ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. რივზმა ის თავიანთი ქალიშვილის საფლავის გვერდით დაკრძალა.

კიანუ რივზის უკანასკნელი რომანი 2013 წელს ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ჰოლივუდის მსახიობის გულის მოგება რუსმა მსახიობმა ანა სკიდანოვამ შეძლო.  კიანუ მასზე 22 წლით იყო უფროსი. მსახიობს ასევე მიაწერდნენ რომანებს შარლიზ ტერონთან და ბოჟენა ნოვაკოვიჩთან. დღეს კი კიანუ რივზი ამბობს, რომ მარტოა და სიყვარულის აღარ სჯერა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე