ყმაწვილი ანრი ჯოხაძე ბრუნდება - მომღერალმა 17 კილოგრამი დაიკლო

საქართველო, თბილისი - 13:07 | 16.02.2017
ნანახია: 1983

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუ როგორ დაიკლო მომღერალმა 17 კილოგრამი, ანრი საიდუმლოებას ამხელს:

"დიეტებმა ვერ მიშველა, ბოლოს ისევ ძველ წონას ვუბრუნდებოდი. ამიტომ დავიწყე სპეციალური კოქტეილების დალევა, 6 თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ პიჯაკები და შარვლები გამიდიდდა, ავიწონე და ზუსტად 17 კილოგრამი მქონდა დაკლებული. როგორც ჩანს ამ კოქტეილებმა ნივთიერებათა ცვლაც მომიწესრიგა და მაინც დავიკელი ზედმეტი კილოგრამები. საშინლად მოტივირებული გავხდი, მგონია რომ ყმაწვილი ანრი ჯოხაძე ბრუნდება. ხელოვანი ადამიანისთვის, ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია. 4 თვის წინ მქონდა დაკლებული 17 კილოგრამი და ახლა უფრო მეტი მექნება, მაგრამ აღარ ავწონილვარ", - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.

ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე