პრეზიდენტის ქალიშვილმა და სიძემ მუშაობა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 16.02.2017
ნანახია: 1639

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის და გიგი ჩიჩუას ქორწინება, ორ წელს ითვლის. მათ რამდენიმე თვის წინ, ქალიშვილი ანასტასია შეეძინათ, რომელსაც ანას დედის სახელი დაარქვეს.

სულ ახლახანს კი, ანამ და გიგიმ მუშაობა დაიწყეს და როგორც ისინი “მიუზიკ ბოქსთან” საუბრისას განაცხადეს, სამსახურით კმაყოფილები არიან. 

– ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მუშაობა დაიწყეთ…

– მუშაობა ცოტახნის წინ დავიწყე „ჯორჯია ივენთში“. სხვადასხვა ივენთებს ვაკეთებთ და ვცდილობ ყველაფერი კარგად გამომივიდეს.

– გიგი, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მზარეულობა?

– ბავშვობიდან მომწონდა საჭმლის მომზადება, ოღონდ ჩემით მოგონება და გაკეთება მიზიდავდა. შემდეგ კულინარიის აკადემიაში მივედი, ვისწავლე და ჩემმა შეფ მზარეულმა დამხვეწა.

ინფორმაციას "მიუზიკ ბოქსი" ავრცელებს

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე